ერ ცზი ლუან ჰეი ჩა (2015)

შავი ჩაი „ერ ცზი“ („მეორე ხარისხი“) ლიუანიდან (ანჰოის პროვინცია), 2015 წლის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: ჩაის ფოთლების მცირე ზომის მუქი ყავისფერი ხვეულები, მათი ფრაგმენტები და წვრილი ყუნწები. სურნელი თავშეკავებული, ხისებრი, შემოდგომის ტყის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ყვითელი ჟანგმიწის ელფერის. დაყენების პროცესში მუქდება ყავისფრამდე.

მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი,ხილის-მერქნისებრი თაფლის, ბალზამისა და ნიგვზის ნოტებით. სურნელი მშვიდი, ხილისებრ-ხისებრი. გემო მკვრივი, რბილი, ოდნავ მთრიმლავი, მოტკბო, ხილის სიმჟავით, ტოვებს ცოცხალ გემოს.

დაყენების წესი.  მოათავსეთ ჩაი გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 5-6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 8-10 წამი, შემდგომში დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 8-9 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანია ჩაის ყოველდღიური სმისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *