მეი ჟენ ხუნ

„მეი ჟენ“ ( „მზეთუნახავი“) წითელი ჩაი, 2022 წლის მოსავალი, ჩჟანჩჟოუს ოლქი (ფუცზიანის ოლქი).

მშრალ მდგომარეობაში:ჩაის კვირტების წვრილი, თხელი, შავ-ყავისფერი ხვეულები. არომატი ინტენსიური, ხილის. ნაყენი გამჭვირვალე, ქარვისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი თბილი, ხილის-ბისკვიტის, ხის, თაფლის და სანელებლების ნოტებით. არომატი სქელი და ღრმა, ხილის-სანელებლების. გემო წვნიანი და ტკბილი, მკვრივი, ოდნავ მთრიმლავი, კენკრის სიმჟავით და გამახალისებელი შეგრძნებით დალევის შემდეგ.

დაყენება ცხელი წყლით (95გრადუსი) ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში. დაყენების პროპორცია: 4-5 გრ 100მლ წყალზე. პირველი დაყენება 5-7წმ, შედგომ  მიირთვით გადმოსხმით ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. გემოს და არომატს ინარჩუნებს 6-7 დაყენების განმავლობაში.

შესანიშნავი არჩევანია სრულიად განსხვავებული სიტუაციებისა და განწყობისათვის: გაჯერებული, რბილი და მეტად არომატული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *