მოლი ლუი ჩა (მწვანე ჩაი ჟასმინით)

დაყენების ტემპერატურა: 80°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 6-7

ჩაის რაოდენობა: 2-3 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ჟასმინისა და ბალახეულის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: სიჩუანი

ფორმა: ფხვიერი

დამზადდა 2018 წლის გაზაფხულზე, მენდინის მთებში (პროვინცია სიჩუანი). გამზადებულ ჩაიში დამატებულია ჟასმინის ცოცხალი ყვავილები.

მშრალი სახით – ხორკლიანი კვირტებისა და ჟასმინის ყვავილების მცირე ზომის კვანძები. არომატი – გრილი, ჟასმინიანი. ნაყენი – გამჭვირვალე, მოოქროსფრო-მომწვანო.

გამზადებული ჩაის ბუკეტი ნათელი, გრილი, სანელებლების, ჟასმინისა და ბალახეულის ნოტებით. უდარდელი, მხიარული არომატი. გემო – გრილი, წვნიანი, ზეთისებრი, ლიმონგრასის სუსტი სიმჟავით. გამაგრილებელი ეფექტი დალევის შემდეგ.

დააყენეთ 80°С გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, ფაიფურის გეივანში ან ჭუჭის შურჭელში. წყალთან შეზავების პროპორცია : 2-3 გ 100 მლ-თან. მიირთვის წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 6-7 გახსნას.

მსუბუქი ჟასმინიანი ჩაი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური დალევისთვის. გამაგრილებელი, დმამშვიდებელი, რომანტიული. უძველესი ტრადიციებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ ამ ჩაის დალევა უმჯობესია ცივ, სუსხიან და ნესტიან ამინდში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *