ხუან ცზინ გუი

ოქროს ოსმანტუსი კეთდება ტრადიციული ტექნოლოგიით, სამხრეთ-ფუცზიანის ბუჩქებიდან დაკრეფილი ფოთლებისგან.  ნაკვერჩხალზე დიდი ხნის განმავლობაში ჩაი ხურდება. ტექნოლოგიის მიხედვით ცეცხლი უნდა იყოს საშუალო, ფერმენტაცია კი ზომიერი.

მშრალ მდგომარეობაში ჩაი შედგება ღერძის გარშემო დაგრეხილი საშუალო ზომის ფოთლებისგან. ფერი ბორდო-ყავისფერი და მომწვანო-რუხი,. სურნელი თბილი, სანელებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშის ნოტებით.

მზა ჩაის ბუკეტი პურისებრ-ხილიანი, ხისებრ და სანებლიანი ნოტებით. გემო ზეთოვანი, მოტკბო, მწვანე ვაშლის მსუბუქი სიმჟავით. არ ავლენს სიმწარეს ან სიმწკლარტეს. სურნელი ფიალის კედლებზე გაციების დროს წააგავს ხილის ყვავილების სურნელს. ტოვებს სასიამოვნო გემოს. დააყენეთ ფორისებრი თიხის ჩაიდანში ან გაივანში, რომებიც ძლიერად ფერმენტირებული ულუებისათვისაა განკუთვნილი.

წყლის ტემპერატურა 95-100 გრადუსი. პროპორციები 4-5 გრამი 120 მლ წყალზე. პირველ ჯერზე 8-10 წამი დააყენეთ, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, და ექსპოზიციის გადიდებით. მშვენიერი არჩევანია ჩაის ყოველდღიური დალევისთვის, აუმჯობესებს განწყობას, ხსნის დაღლილობას. მიმართებაში მარტივია და მეგობრული, არ ეშინია დაყენების დროის გადიდების და არ მოითხოვს მკაცრ პროპორციებს,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *