თიანმუ ხუნ ჩა (Tianmu Hong Cha) — თიანმუშანის მთიანი რეგიონი (ჭეძიანი) და ტბა თიანმუხუს შემოგარენი (ძიანსუ).
მახასიათებლები: წითელი ჩაი კაშკაშა ნაყენით, თაფლის, ყვავილოვან-ხილისა და მოტკბო ნოტებით. გამოირჩევა სიმკვრივითა და სიმწკლარტით. შეიცავს დიდი რაოდენობით კვირტებს.
დაყენების წესი: წყლის ტემპერატურა დაახლოებით 90–95 °C, 6–7 გრამი 100 მლ გაივანზე ან ჩაიდანზე. პირველი დასხმა — 6–8 წამი, ყოველ მომდევნო დასხმაზე დროის თანდათანობითი გაზრდით. უძლებს 6–7 დასხმას.


