მუ ი ლაო იან ჩა

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის მუქი ყავისფერი ღერძის ირგვლივ გადაგრეხილი ფოთლები. სურნელი ინტენსიური, ხილის და შებოლვის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის ელფერით.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, სანელებლიან-ხისებრი, ჩირის და ტოსტების ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, ხილისებრ-სანელებლიანი. გემო მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, ხილის სიმჟავით, ხანგძლივი გემოთი.

დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში, დაასხით 95 გრადუსის 100 მლ ცხელი წყალი. პირველ ჯერზე 15 წამი დააყენეთ, შემდეგ ექსპოზიცია დაიწყეთ 5-7 წამიდან და მიიყვანეთ 2 წუთამდე. უძლებს 5 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი საღამოს მოსადუნებელად ჩაის სმისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *