„ჩანნინ მენტუნ ინშან“ ფაბრიკის შენ პუერი. ნედლეულად გამოყენებულია ბაოშანის ოლქის ინშანის მთის ჩაის ხეების კლერტები, 2009 წლის მოსავალი.
390-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იოლად იყოფა რუხ-ყავისფერ ჩახვეულ ფოთლებად, კვირტებად და უმნიშვნელო რაოდენობის ლერწებად. სურნელი ინტენსიური, ხისებრ-ბალზამისეული ხილის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მუქი ქარვის ელფერით.
მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი, მრავალწახნაგოვანი, ხილისებრ-ხისებრი, ბალზამის და სანელებლის ნოტებით. არომატი გამოკვეთილი, ხილისებრ-ბალზამისეული.
გემო მკვრივი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, ოდნავ სანელებლიანი, ხის წვნიანი სიმწკლარტით, ბალახის სიმწრით, მწვანე ვაშლის სიმჟავით და გამაგრილებელი თანმდევი გემოთი. მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დააყენეთ 90-95 გრადუსიან ცხელ წყალში. პროპორციები: 5-6 გრ 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 5-7 წამის განმავლობაში, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათანობით გადიდებით. ინახავს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.
მოქმედება გამათბობელი, რბილად მატონიზირებელი. განსაკუთრებით რეკომენდირებულია ხილის შენების მოყვარულთათვის.