დამზადებულია მეიჩჟოუს ოლქში ჩაო ჩა-ს აუთენტური ტექნოლოგიით. ნედლეულის სახით გამოყენებულია ფო შოუ (ბუდდას ხელი) ჩაის სახეობის კვირტები.
მშრალ მდგომარეობაში: დახვეული ყლორტების ლილისფერ-ყავისფერი ფრაგმენტები, წვრილი ყუნწები. სურნელი გაჯერებული, სანელებლიან-ხისებრი. ნაყენი გამჭირვალე, მთის თაფლის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი შემდგარი, მრავალფეროვანი, სანელებლებიან-ხისებრი, ვანილის, თამბაქოს ნოტებით, ნიგვზიანი ბისკვიტის და ჩირის გემოთი. სურნელი ნაზი, თბილი, სანელებლიანი ბისკვიტის. გემო მკვრივი, რბილი, მოტკბო, ხილის ოდნავი სიმჟავით და ხანგძლივი გამყოლი გემოთი.
დაყენების წესი: მოათავსეთ 5-6 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 100 მლ ცხელი (80-90 გრადუსის) წყალი. დააყენეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას.
მოქმედება გამათბობელი, ზომიერად მატონიზირებელი.