ჟენ შენ ულუნ (ტაივანი)

ჟენშენ ულუნი – ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩაი. დამუშავების პროცესში ის იჟღინთება ძირტკბილას წვენით. ძირტკბილა თავისი თვისებებით ჟენშენს ჰგავს და სასიამოვნო მოტკბო გემოთი გამოირჩევა. ჩაი არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ არომატიზატორს და მისი ძირითადი შემადგენელია ზაფხულში დაკრეფილი ხარისხიანი ტაივანური ულუნი.

მშრალ მდგომარეობაში წარმოადგენს მომწვანო დაგრეხილ ჩაის ყლორტებს. მშრალი ჩაის სურნელი ტკბილი, სანელებლიანი ბისკვიტის არომატით. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერ-მოყვითელო ელფერის, სმის პროცესში მუქდება.

მომზადებული ჩაის ბუკეტი მკვეთრი, სანელებლიან – მერქნისებური, ბისკვიტის და ნაღების ნოტებით. სურნელი ინტენსიური, ტკბილი. გემო რბილი, გაჟღენთილი, ზეთოვანი, გამოკვეთილად ტკბილი, ოდნავ მომწკლარტო, მომჟავო და სანელბლის ელფერით, ტოვებს ძლიერ გემოს.

დააყენეთ (95°С ) გრადუსამდე გაცხელებული წყლის დამატებით, გეივანში ან ფორებიანი თიხის ჩაიდანში. შეზავების პროპორცია : 5-6 გრამი 100 მილილიტრ წყალთან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. კარგად იტანს 9-10 დაყენებას

მას აქვს მატონიზირებელი თვისებები, აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *