ნანტოუ ბაოჩჯუნ ჩა

მაღალმთიანი ულუნი ნანტოუს ოლქიდან, 2023 წლის გაზაფხულის მოსავალი

მშრალ მდგომარეობაში: დახვეული მომწვანო-მურისფერი ჩაის კვირტები გრძელი ყუნწებით. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ღია მომწვანო-მოყვითალო ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ახალი, მრავალწახნაგოვანი, სანელებლიან-ყვავილოვანი ხის და ხილის ნოტებით. სურნელი მაღალი და ნაზი, სანელებლიან-ყვავილოვანი. გემო მკვრივი და გლუვი, ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, სანელებლიანი, ხილის სიმჟავით და ხანგძლივი გემოთი.

დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში, დაასხით 100 მლ 85 გრადუსიანი ცხელი წყალი. პირველ ჯერზე 10 წამი დააყენეთ. შემდეგ ჩამოსხმით დალიეთ, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 12 დაყენების განმავლობაში.

გუნგუჩას ცერემონიისათვის მშვენიერი არჩევანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *