სი ცზი ჩუნ დუნ პიან (ოთხი სეზონის გაზაფხული, ზამთრის კრეფა)

მშრალ მდგომარეობაში:  ჩაის დახვეული კლერტების მცირე ზომის ზეთისხილის ფერის მომწვანო კოშტები. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ღია მომწვანო-მოყვითალი ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ახალი, ბალახისებრ-ყვავილოვანი, სანელებლების, თხილის და ხილის ნოტებით. სურნელი მკვეთრი, სანელებლიან-ყვავილოვანი.  გააჩნია ხანგძლივი გემო ნატიფი, რბილი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, ოდნავ სანებლიანი, ხილის სიმჟავით.

დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში. დაასხით 100 მლ 85 გრადუსის ცხელი წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი. შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაზარდეთ ექსპოზიცია. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 10 დაყენების განმავლობაში.

მოქმედება გამამხნევებელი, მსუბუქად მატონიზერებელი, ზედმიწევნით პოზიტიური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *