ნანტოუ ულუნი

დამზადებულია ნანტოუს მაღალმთიან რეგიონში ულუნის გაზაფხული კლერტებისგან. 2023 წლის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: ჩაის  დახვეული კლერტების წვრილი, მოყვითალო-მომწვანო პრიალა კოშტები. სურნელი ინტენსიური, ბალახისებრ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ღია ყურძნისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი ახალი, ბალახისებრ-ყვავილოვანი თხილის, სანელებლების და ხილის ნოტებით. სურნელი ნაზი, ბალახისებრ-ყვავილოვანი. გემო რბილი, ზეთოვანი, მოტკბო, ბალახის მსუბუქი სიმწარით, ხილის სიმჟავით და ხანგძლივი გემოთი.

დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში, დაასხით 100 მლ ცხელი 85-90 გრადუსის წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 30 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაზარდეთ დაყენების დრო. უძლებს 10 დაყენებას.

მოქმედება – გამამხნევებელი, მსუბუქად მატონიზერებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *