ფენხუან დანცუნ ხუნ ჩა

მშრალ მდგომარეობაში: ჩაის ფოთლების ბორდოსფერ-ყავისფერი მსხვილი ხვეულები. სურნელი ინტენსიური, ხილისებრ-ხისებრი თაფლის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მკვეთრი წითელ-წაბლისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, ხისებრ-კენკროვანი ყვავილების, თაფლის და სანელებლების ნოტებით. სუნელი ღრმა და თბილი, ყვავილოვან-კენკროვანი. ხანგძლივი გემო მკვრივი, ოდნავ მწკლარტე,მთრიმლავი, მოტკბო, კენკრის სიმჟავით.

დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან სქელკედლიან გაივანში. დაასხით 100 მლ ცხელი 95 გრადუსიანი წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 20 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *